ზოგადი ინფორმაცია
პროგრამის სახელწოდება: გეოლოგია.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: გეოლოგიის მაგისტრი.
პროგრამის ხელმძღვანელი:ასოცირებული პროფესორი- ზურაბ ლებანიძე,ასისტენტ პროფესორი- კახა ქოიავა.
სწავლის ენა: ქართული
მიზნები
- მისცეს სტუდენტს გეოლოგიის დარგში თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი საფუძვლიანი ღრმა სისტემური ცოდნა უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით, შრომის ბაზრის შესაბამისი სფეროს მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად;
- გამოუმუშაოს სტუდენტს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის დამოუკიდებლად წარმართვის, დარგში არსებული პრობლემების შეფასების, კრიტიკული ანალიზის, დასკვნის ჩამოყალიბებისა და მათი გადაწყვეტის ორგინალური გზების მონახვის უნარი.
წინაპირობები
- გეოლოგიაში ბაკალავრის ხარისხი ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სხვა სპეციალობის ბაკალავრის ხარისხის მქონე, რომელსაც გეოლოგიის შესავალ კურსში აქვს 5 ECTS
- საერთო სამაგისტრო გამოცდა
- გასაუბრება გეოლოგიაში
დასაქმება
- საჯარო სამსახურები (გეოლოგიური და გეოფიზიკური სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო).
- სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები და კერძო სააგენტოები, რომლებიც დაკავებულნი არიან გეოლოგიის საკითხების გადაწყვეტით.
- მუნიციპალური სამსახურები (ქალაქის მერია, რაიონული გამგეობები და სხვ)
- უნივერსიტეტები (სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის).
- შეიძლება მომზადდეს პედაგოგიური მოღვაწეობისათვის–მასწავლებლად საჯარო სკოლებში „ფსიქოლოგ–პედაგოგის“ პროფილის ათვისების შემთხვევაში.
- მუზეუმები.
მიმაგრებული ფაილები